დანია თავის ავიაბაზაზე უკრაინელ პილოტებს F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების მართვაში მოამზადებს
დანია თავის ავიაბაზაზე უკრაინელ პილოტებს F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების მართვაში მოამზადებს. წვრთნები, სავარაუდოდ, ზაფხულში დაიწყება.
როგორც მედია წერს, აღნიშნული ინიციატივის შესახებ დანიის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ტროელს ლუნდ პულსენმა ბრიუსელში, ნატო-ს ქვეყნების მინისტერიალზე განაცხადა.
„ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ იმისგან, რომ ეს თვითმფრინავები უკრაინის საჰაერო ძალებისთვის პოტენციურად საბრძოლო თვითმფრინავებად იქცეს. ჩემი შეფასებით, მომზადებას, მინიმუმ, ექვსი თვე დასჭირდება“, – განაცხადა პულსენმა.
ამასთან, ტროელს ლუნდ პულსენის თქმით, ის ელოდება სხვა ქვეყნების მხარდაჭერასაც, რათა დანიამ და ნიდერლანდებმა უფრო კონკრეტული გეგმა წარადგინონ ივლისში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე.