დანა ვაიტმა კონორ მაკგრეგორისა და კამარუ უსმანის ბრძოლა გამორიცხა
დანა ვაიტმა კონორ მაკგრეგორისა და კამარუ უსმანის ბრძოლა გამორიცხა

რამდენიმე დღეა, მედიაში აქტიურად იწერება კამარუ უსმანისა და კონორ მაკგრეგორის შესაძლო დაპირისპირებაზე. ნახევრად საშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონის მენეჯერმა ალი აბდელაზიზმა მაკგრეგორს უსმანთან სატიტულო ბრძოლა შესთავაზა. თუმცა, დანა ვაიტმა ESPN-თან მიცემულ ინტერვიუში კონორისა და კამარუს დაპირისპირება გამორიცხა. ორგანიზაციის პრეზიდენტმა უსმანის შესაძლო სამი მეტოქე დაასახელა.

„უსმანი მომდევნო ბრძოლას ამ სამი მებრძოლიდან ერთ-ერთთან ჩაატარებს. ხორხე მასვიდალი, კოლბი კოვინგტონი ან ლეონ ედვარდსი. კონორ მაკგრეგორისა და უსმანის ბრძოლას არ განვიხილავთ“.