სტეფენ ტომპსონს კამარუ უსმანთან სატიტულო ბრძოლა სურს
სტეფენ ტომპსონს კამარუ უსმანთან სატიტულო ბრძოლა სურს

„აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის“ (UFC) ნახევრად საშუალო (welterweight) წონითი დივიზიონის მებრძოლ სტეფენ ტომპსონს სჯერა, რომ ჩემპიონ კამარუ უსმანის შემდეგი მეტოქე თავად უნდა იყოს.

ამჟამად უსმანის შემდეგ მეტოქედ რამდენიმე მებრძოლი განიხილება. მათ შორის არის ხორხე მასვიდალი, რომელიც თავად ნიგერიელმა ჩემპიონმა გამოიწვია გილბერტ ბერნსის დამარცხების შემდეგ. ასევ, კამარუს შესაძლო მეტოქედ კოლბი კოვინგტონი და ლეონ ედვარდსიც განიხილებიან.

შეგახსენებთ, რომ ყველა ეს ათლეტი უსმანს აქამდე დამარცხებული ჰყავს. დივიზიონის რეიტინგის „ტოპ 5“-დან ერთადერთი მებრძოლი, რომელსაც „ნიგერიელი ღამის კოშმარი“ ოქტაგონში არ შეხვედრია არის სტეფენ ტომპსონი.

ვეტერანმა კიკბოქსიორმა სოციალურ ქსელში UFC-ის ​უსმანთან მისი ბრძოლის ორგანიზება სთხოვა.