საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად ზუგდიდში გალაკონცერტი გაიმართა.
თავისუფლების მოედანზე ზუგდიდელებს – „რეზო და ბავშვებმა“, „ნიკოლშოუმ“, ელენე ფოჩხუამ, ჯგუფმა „ვაკის პარკმა“ და ნათია თოდუამ უმღერეს.
დასკვნით ღონისძიებაზე ზუგდიდელებს ახლად არჩეულმა მერმა, გიორგი შენგელიამ და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა მიმართეს და მათ კიდევ ერთხელ მიულოცეს დამოუკიდებლობის დღე.
საზეიმო ღონისძიებები ფოიერვერკით დასრულდა.