დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად ზუგდიდში გალაკონცერტი გაიმართა
დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად ზუგდიდში გალაკონცერტი გაიმართა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად ზუგდიდში გალაკონცერტი გაიმართა.

თავისუფლების მოედანზე ზუგდიდელებს – „რეზო და ბავშვებმა“, „ნიკოლშოუმ“, ელენე ფოჩხუამ, ჯგუფმა „ვაკის პარკმა“ და ნათია თოდუამ უმღერეს.

დასკვნით ღონისძიებაზე ზუგდიდელებს ახლად არჩეულმა მერმა, გიორგი შენგელიამ და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა მიმართეს და მათ კიდევ ერთხელ მიულოცეს დამოუკიდებლობის დღე.

საზეიმო ღონისძიებები ფოიერვერკით დასრულდა.

დატოვე კომენტარი