დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მესტიის მიმართულებით დამატებითი რეისები ინიშნება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ 25 და 26 მაისს, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მესტიის მიმართულებით ორ დამატებით რეისს ნიშნავს.
შაბათს, 25 მაისს ნატახტარი-მესტიის მიმართულებით დამატებითი ფრენა 10:00 საათზე განხორციელდება, ხოლო გამოფრენა მესტია-ნატახტარის მიმართულებით – 12:00 საათზე.
კვირას, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დამატებითი რეისი მესტიის მიმართულებით შემდეგი განრიგით შესრულდება: ნატახტარი-მესტია 17:30 საათზე, მესტია-ნატახტარი – 19:00 საათზე.
26 მაისს ნატახტარი-მესტია-ნატახტარის მიმართულებით ასევე გეგმური რეისიც განხორციელდება: 10:00 საათზე – ნატახტარი-მესტია, 12:00 საათზე – მესტია-ნატახტარი.
ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე https://ticket.vanillasky.ge/.
25-26 მაისს სვანეთის მოსახლეობისა და მთის სტუმრებისთვის საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ორდღიანი ფესტივალი გაიმართება. სხვადასხვა სახის ღონისძიებების გამართვა მესტიაში, თეთნულდსა და ჰეშკილში იგეგმება.