დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მესტიის მიმართულებით დამატებითი რეისები ინიშნება

11:33, 15.05.2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ 25 და 26 მაისს, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მესტიის მიმართულებით ორ დამატებით რეისს ნიშნავს.

შაბათს, 25 მაისს ნატახტარი-მესტიის მიმართულებით დამატებითი ფრენა 10:00 საათზე განხორციელდება, ხოლო გამოფრენა მესტია-ნატახტარის მიმართულებით – 12:00 საათზე.

კვირას, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დამატებითი რეისი მესტიის მიმართულებით შემდეგი განრიგით შესრულდება: ნატახტარი-მესტია 17:30 საათზე, მესტია-ნატახტარი – 19:00 საათზე.

26 მაისს ნატახტარი-მესტია-ნატახტარის მიმართულებით ასევე გეგმური რეისიც განხორციელდება: 10:00 საათზე – ნატახტარი-მესტია, 12:00 საათზე – მესტია-ნატახტარი.

ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე https://ticket.vanillasky.ge/.

25-26 მაისს სვანეთის მოსახლეობისა და მთის სტუმრებისთვის საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ორდღიანი ფესტივალი გაიმართება. სხვადასხვა სახის ღონისძიებების გამართვა მესტიაში, თეთნულდსა და ჰეშკილში იგეგმება.

მსგავსი