დამასკოსთან ისრაელის ავიაციის დაბომბვის შედეგად, ირანის რვა მოქალაქე დაიღუპა
დამასკოსთან ისრაელის ავიაციის დაბომბვის შედეგად, ირანის რვა მოქალაქე დაიღუპა.
ინფორმაციას სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ჯგუფი ავრცელებს. 8 მაისის საღამოს განხორციელებულ საჰაერო დარტყმებს საერთო ჯამში 15 ადამიანი ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო ავიაციამ საწყობები და რაკეტის გამშვები დანადგარები დაბომბა. სირიის ხელისუფლებაში მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ. დონალდ ტრამპის მიერ ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის განცხადებიდან რამდენიმე საათში, სირიის მთავრობამ ისრაელის ორი რაკეტის ჩამოგდების შესახებ განაცხადა.