დამასკოს მცხოვრებლები სირიაში სამხედრო ოპერაციას აპროტესტებენ
დამასკოს მცხოვრებლები სირიაში სამხედრო ოპერაციას აპროტესტებენ

დამასკოს მცხოვრებლები აშშ-ის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მიერ სირიაზე განხორციელებულ დარტყმებს აპროტესტებენ.

BBC-ის ინფორმაციით, ისინი დედაქალაქის ქუჩებში გამოვიდნენ. აქციის მონაწილეებს ხელში ეროვნული და რუსული დროშები უჭირავთ.

“ჩვენ ვერ შეგვაშინებთ“, – სკანდირებენ ისინი. აქციის მონაწილეების ნაწილი შეიარაღებულია. მათ მანქანებზე გაკრულია სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადისა და მისი მამის პორტრეტები.

აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის სამხედრო ძალებმა სირიაში სამიზნეებზე ავიადარტყმები განახორციელეს.