დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, ალბანეთი სხვადასხვა ქვეყნებისგან დახმარებას იღებს
დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, ალბანეთი სხვადასხვა ქვეყნებისგან დახმარებას იღებს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, კირიაკოს მიცოტაკი ალბანეთის პრემიერ-მინისტრს ტელეფონით ესაუბრა და ედი რამას მაშველთა ჯგუფის გაგზავნა შესთავაზა. ასევე, დახმარების სურვილი გამოთქვა ბულგარეთის მთავრობამ.
სტიქიის ზონაში საგანგებო სამსახურის თანამშრომლები, ექიმები და სამაშველო ჯგუფები გაგზავნა თურქეთმა.
ალბანეთის დედაქალაქ ტირანას მახლობლად 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დედაქალაქთან ახლოს მდებარე ქალაქ შიჯაკიდან 10 კილომეტრში დაფიქსირდა.
ბოლო მონაცემებით, დაღუპულია ექვსი ადამიანი, დაშავებულთა რიცხვი კი 300-ს აჭარბებს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეს ალბანეთში ბოლო 30 წლის განმავლობაში მომხდარი ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა.