დალმაიერის დებიუტი ამ სეზონში, ჩეხეთში, მსოფლიო თასის მესამე ეტაპზე შედგება
ბიატლონში ორგზის ოლიპიური ჩემპიონი, ლაურა დალმაიერი მსოფლიო თასის მესამე ეტაპზე, ჩეხურ ნოვო-მესტოში დაბრუნდება.
როგორც Traunsteiner Tagblatt იტყობინება, გერმანელმა შეძლო ჯანმრთელობის პრობლემებთან გამკლავება და ის ამ სეზონში პირველად ჩეხეთში იასპარეზებს.
მესამე ეტაპი სტარტს 20 დეკემბერს კაცების სპრინტით აიღებს, ხოლო 21-ში სპრინტი ქალებში გაიმართება, სადაც დალმაიერი უნდა გამოვიდეს.