დალმაიერის დებიუტი ამ სეზონში, ჩეხეთში, მსოფლიო თასის მესამე ეტაპზე შედგება

14:08, 19.12.2018

ბიატლონში ​ ორგზის ოლიპიური ჩემპიონი, ლაურა დალმაიერი ​მსოფლიო თასის მესამე ეტაპზე, ჩეხურ ნოვო-მესტოში დაბრუნდება.

როგორც Traunsteiner Tagblatt იტყობინება, გერმანელმა შეძლო ჯანმრთელობის პრობლემებთან გამკლავება და ის ამ სეზონში პირველად ჩეხეთში იასპარეზებს.

მესამე ეტაპი სტარტს 20 დეკემბერს კაცების სპრინტით აიღებს, ხოლო 21-ში ​სპრინტი ქალებში გაიმართება, სადაც დალმაიერი უნდა გამოვიდეს.

მსგავსი