დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარება დღეიდან სავალდებულო ხდება.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, ამ მოთხოვნის შესრულებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ იურიდიულ პირებს.
„იურიდიულ პირებზე პასუხისმგებლობა განისაზღვრა 15 000 ლარით“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.