დაკეტილი მაღაზიები თბილისში [ფოტო]
დაკეტილი მაღაზიები თბილისში [ფოტო]

თბილისში, ისევე როგორც მთელ ქვეყანაში, დაკეტილია ყველა სავაჭრო ობიექტი. მუშაობს მხოლოდ სასურსათო მაღაზიები, სააფთიაქო, ბენზინგასამართი, საფოსტო გზავნილების ქსელები და ასევე საბანკო განყოფილებები. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, ქვეყანაში სოციალური დისტანციის დაცვისა და მობილურობის ხარისხი უნდა შეიზღუდოს. მისივე თქმით, ეს არის მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის მიღებული აუცილებელი ნაბიჯი, რომელიც იქნება დროში შეზღუდული, მაგრამ აუცილებელი იმისთვის, რომ ვირუსის შიდა გადაცემა შეფერხდეს.