შსს-მ დააკავა მძღოლი, რომელიც ვანში ჯერ ელექტროგანათების ბოძს, ხოლო შემდეგ ორ ფეხით მოსიარულეს შეეჯახა. 50 წლამდე ქალი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მეორე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მძღოლი ადგილიდან მიიმალა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ის, სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა.
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ელი (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა) და მე-6 ნაწილებით (იგივე ქმედება, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში).