დაბა ურეკში მაშველებმა 27 წლის ქალი გადაარჩინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
„ახალგაზრდა ქალი ზღვაში 70-80 მეტრის სიღრმეში იყო შესული და ნაპირზე გამოსვლას ვერ ახერხებდა.
მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.