დაბა გომისმთის მიმართულებით ტრანსპორტის გადაადგილება დროებით იზღუდება
დაბა გომისმთის მიმართულებით ტრანსპორტის გადაადგილება დროებით იზღუდება. ამის შესახებ განცხადებას ოზურგეთის მერია ავრცელებს.
„საქართველოს გზების დეპარტამენტი დაბა გომისმთის მიმართულებით ასრულებს გზის სამშენებლო სამუშაოებს, რის გამოც, იზღუდება ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილება“, – ნათქვამია ოზურგეთის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.