დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საქართველოში სამხრეთაფრიკულ შტამზე ერთ საეჭვო შემთხვევას იკვლევს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სამხრეთაფრიკულ შტამზე ერთ საეჭვო შემთხვევას იკვლევს, – ამის შესახებ დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ახლა მიმდინარეობს გენეტიკური ანალიზი და რამდენიმე დღეში იქნება ზუსტი პასუხი.
„რაც შეეხება მიმდინარეობას, კლინიკურად უფრო მეტი სიმძიმით არ გამოირჩევა და ზოგადად, ნაკლებად არის გავრცელებული. ძირითადად, ახლა მსოფლიოში, განსაკუთრებით ევროპაში ცირკულირებს ბრიტანული შტამი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.