დაასახელეს საუკეთესო ჩოგბურთელები, რომლებსაც „დიდი სლემის“ ტიტული არ აქვთ
დაასახელეს საუკეთესო ჩოგბურთელები, რომლებსაც „დიდი სლემის“ ტიტული არ აქვთ

ტელეკომპანია ESPN-მა გამოაქვეყნა საუკეთესო ჩოგბურთელთა სია, რომლებსაც არასოდეს მოუგიათ „დიდი სლემის“ ტურნირი.

მამაკაცთა სიაში მოხვდნენ: არგენტინელი გილერმო კორია (როლან გაროსის ფინალი – 2004), რუსი ნიკოლაი დავიდენკო (ნახევარფინალები როლან გაროსზე – 2005, 2007 და აშშ-ის ღიაზე – 2006, 2007), ესპანელი დავიდ ფერერი (როლან გაროსის ფინალი – 2013), ამერიკელი ტოდ მარტინი (აშშ-ის ღიას ფინალი – 1999 და ავსტრალიის ღიას ფინალი – 1994), ჩეხოსლოვაკიელი მიროსლავ მეჩირჟი (ავსტრალიის ღიას ფინალი – 1989 და აშშ-ის ღიას ფინალი – 1986), არგენტინელი დავიდ ნალბანდიანი (უიმბლდონის ფინალი – 2002), ჩილელი მარსელო რიოსი (ავსტრალიის ღიას ფინალი – 1998) და შვედი რობინ სიოდერლინგი (როლან გაროსის ფინალი – 2009 და 2010).

ქალთა შორის ანალოგიური სია შეადგინეს: ამერიკელმა როზი კაზალსმა (აშშ-ის ღიას ფინალი – 1970 და 1971), ამერიკელმა მერი ჯო ფერნანდესმა (ავსტრალიის ღიას ფინალი – 1990, 1992 და როლან გაროსის ფინალი – 1993), ამერიკელმა ზინა გარისონმა (უიმბლდონის ფინალი – 1990), სერბმა ელენა იანკოვიჩმა (აშშ-ის ღიას ფინალი – 2008), პოლონელმა აგნიეშკა რადვანსკამ (უიმბლდონის ფინალი – 2012), ჩეხოსლოვაკიელმა ჰელენა სუკოვამ (აშშ-ის ღიას ფინალი – 1985, 1993 და ავსტრალიის ღიას ფინალი – 1984, 1989), რუსმა ელენა დემენტიევამ (როლან გაროსის ფინალი – 2004 და აშშ-ის ღიას ფინალი – 2004) და რუსმა დინარა საფინამ (როლან გაროსის ფინალი – 2008, 2009 და ავსტრალიის ღიას ფინალი – 2009).