„ცსკა“-მ „რეალის“ მოგებათა სერია შეწყვიტა (ვიდეო)

საკალათბურთო ევროლიგაზე 19-ე ტურის 6 შეხვედრა გაიმართა. ცენტრალური მატჩი მოსკოვში ჩატარდა, სადაც ადგილობრივმა „ცსკა“-მ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა.

მატჩის პირველი ტაიმი სამეფო კლუბის გამარჯვებით დასრულდა. სტუმრებმა პირველი ორი მეოთხედი შვიდქულიანი სხვაობით მოიგეს. რუსულმა გრანდმა გარდატეხის შეტანა მესამე პერიოდში შეძლო და საბოლოოდ შეხვედრა გამარჯვებით, ანგარიშით 60:55 დაასრულა.

დიმიტრის იტუდისის გუნდში საუკეთესო 19 ქულით მაიკ ჯეიმსი გამოდგა. 14 ქულა დააგროვა დარუნ ჰილიარდმა.

ესპანურ გუნდში კი ყველაზე მეტი, 14 ქულა, ტრეი ტომპკინსის ანგარიშზეა.

19 ტურის შემდეგ „რეალს“ 15 მოგება და 4 მარცხი აქვს, და მეორე პოზიციაზე იმყოფება. „ცსკა“ 13 მოგებითა და 6 მარცხით 3-5 ადგილებს „მაკაბისთან“ და „ბარსელონასთან“ ინაწილებს.

ხიმკი-ვალენსია 75:84

ანადოლუ ეფესი-ოლიმპია მილანო 88:68

ფენერბახჩე-ლიონი 86:64

ოლიმპიაკოსი-ალბა 86:93

მაკაბი-ბარსელონა 92:85