ჟურნალმა „თაიმმა“ 2020 წლის „წლის ადამიანად“ ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი ერთად დაასახელა
ჟურნალმა „თაიმმა“ 2020 წლის „წლის ადამიანად“ ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი ერთად დაასახელა

ცნობილმა ამერიკულმა ჟურნალმა „თაიმმა“ 2020 წლის „წლის ადამიანად“ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და არჩეული ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ერთად დაასახელა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ჯო ბაიდენი და მისი თანაგუნდელი, რომელთა არჩევამაც დაანგრია გენდერული და რასობრივი ბარიერები, სთავაზობენ ხალხს აღდგენასა და განახლებას ერთ ბილეთად.

ჟურნალის „წლის ადამიანის“ წოდების მოპოვებისთვის კონკურსში ფინალისტებს შორის ასევე იყო მოქმედი პრეზიდენტი“დონალდ ტრამპი, რომელიც გამოცემამ „წლის ადამიანად“ 2016 წელს დაასახელა.

ასევე, ფინალისტებს შორის იყვნენ ჯანდაცვის სფეროს მუშაკები, რომლებიც პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე არიან, ასევე მინეაპოლისში მაისში პოლიციის მხრიდან ძალადობის შედეგად ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ დაწყებული ანტირასისტული მოძრაობის წევრები.

„თაიმი“ წლის ადამიანს 1927 წლიდან ასახელებს. გასულ წელ საპატიო ტიტული გარემოს დამცველმა ახალგაზრდა აქტივისტმა გრეტა ტუნბერგმა მოიპოვა.