ცნობილია, როგორი იქნება საფრანგეთისა და ინგლისის ფორმები მსოფლიოს ჩემპიონატზე
ინტერნეტ-პორტალმა Footy Headlines-მა მსოფლიოს ჩემპიონატზე გასული კიდევ ორი გრანდის – საფრანგეთისა და ინგლისის სათამაშო ფორმების ნიმუშები გამოაქვეყნა, რომლითაც ისინი გაისად, მუნდიალზე ითამაშებენ.
ორივე გუნდის მაისური ტრადიციულ ფერებშია გადაწყვეტილი – საფრანგეთი ლურჯი და ინგლისი თეთრი.
საფრანგეთი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ტურნირის წილისყრისას პირველ კალათში იქნება განთესილი, ინგლისი – მეორეში.