ცნობილი შეფ-მზარეული ჯეიმი ოლივერი გასტრონომიული ტურის ფარგლებში საქართველოში იმყოფება
ცნობილი შეფ-მზარეული ჯეიმი ოლივერი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით, გასტრონომიული ტურის ფარგლებში საქართველოში იმყოფება.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ცნობილი შეფ-მზარეული უგემრიელეს ქართულ კერძებს გაუწევს პოპულარიზაციას.
„კულინარიული ტურის ფარგლებში შეფ-მზარეული გაეცნობა ქვეყნის უნიკალურ კულტურას, სამზარეულოს, შეხვდება ადგილობრივ შეფ-მზარეულებს და მათგან ქართული კერძების მომზადებას ისწავლის.
ჯეიმი ოლივერის გამომწერებს მისი სოციალური არხებით საშუალება ექნებათ, თვალი ადევნონ შეფ-მზარეულის ქართულ კულინარიულ თავგადასავალს.
ბრიტანელ შეფ-მზარეულს Instagram-სა და Facebook-ზე ერთად 20 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, ხოლო YouTube-ზე – 6 მილიონამდე“, – აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.