ცნობილი პოსტერის „ჩვენ ამას შევძლებთ“ გმირი, ნაომი პარკერ ფრეილი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა
ცნობილი პოსტერის „ჩვენ ამას შევძლებთ“ გმირი, ნაომი პარკერ ფრეილი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი პოსტერის „ჩვენ ამას შევძლებთ“ (We can do it) გმირი, ნაომი პარკერ ფრეილი აშშ-ში 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.

პოსტერის ავტორი ჰოვარდ მილერია, რომელმაც ფრეილი პირველად 1942 წელს ფოტოზე იხილა. გოგონა კალიფორნიის საზღვაო-საავიაციო სადგურზე სამუშაო მაისურით გადაიღეს. ეს ფოტო მილერისთვის შთაგონების წყარო გახდა და ასე შეიქმნა ცნობილი პოსტერი, რომელიც თავდაპირველად მეორე მსოფლიო ომის დროს მუშების მხარდასაჭერად შეიქმნა.

მე-20 საუკუნის ბოლოს კი, ფემინისტური მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო გახდა.