ცისანა შარტავა - ლიტურგიაზე შეუძლოდ გახდომის შემდეგ, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას განსაკუთრებით ვაკვირდებით
პატრიარქის პირადი ექიმი აცხადებს, რომ ილია მეორე თავს კარგად გრძნობს და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ცისანა შარტავას თქმით, კვირას, ლიტურგიაზე შეუძლოდ გახდომის შემდეგ, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას განსაკუთრებით აკვირდებიან, თუმცა რაიმე გართულებას ადგილი არ ჰქონია.
რაც შეეხება ევროპარლამენტის მომხსენებელ ანდერს მამიკინსთან შეხვედრის გადადებას, ცისანა შარტავა აცხადებს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
„არაფერი შეცვლილა. მდგომარეობა სტაბილურია. პატრიარქი თავს კარგად გრძნობს. არანაირი დამატებითი სამედიცინო ჩარევა არ ყოფილა. რა თქმა უნდა, ვაკვირდებით მის ჯანმრთელობას ამ დღეებში, ახლაც საპატრიარქოში ვარ, თუმცა რაიმე გართულება არ არის. არც წნევის ცვალებადობის პრობლემაა. ჩემი მხრიდან არ ყოფილა რეკომენდაცია შეხვედრის გადადების თაობაზე. შესაძლოა, კარდიოლოგმა ურჩია. გვინდა, ცოტა დაისვენოს, წინა კვირასაც მივეცით რეკომენდაცია, რომ არ წასულიყო წირვაზე, მაგრამ წაბრძანდა. სავარაუდოდ, ამ კვირასაც თავად ჩაატარებს ლიტურგიას”,-განაცხადა ცისანა შარტავამ .
შეგახსენებთ, კვირას, ლიტურგიის დროს პატრიარქი შეუძლოდ გახდა და მსახურება შეწყვიტა.