ფლორიდის ქალაქ ტამპაში, ცნობილი კანადური ცირკის, Cirque Du Soleil-ის წარმოდგენისას 38 წლის აკრობატი, იან არნო დაიღუპა.
აკრობატი ახალი ნომრის შესრულებისას 6 მეტრი სიმაღლიდან ჩამოვარდა და საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ მძიმე ტრავმებისგან გარდაიცვალა.
იან არნო ცირკში 15 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა.