ცირკის მოღვაწეთა კავშირის წევრები საჯარო სკოლებში ფასიანი წარმოდგენების უფლებას ითხოვენ
ცირკის მოღვაწეთა კავშირის წევრები საჯარო სკოლებში ფასიანი წარმოდგენების უფლებას ითხოვენ

ცირკის მოღვაწეთა კავშირის წევრები განათლების სამინისტროსთან აქციას მართავენ. ისინი საჯარო სკოლებში ფასიანი საცირკო წარმოდგენების გამართვის უფლებას ითხოვენ. ამ მოთხოვნით კავშირის წევრებმა განათლების სამინისტროსთან აქცია გამართეს.

მათი თქმით, სკოლებში ფასიანი წარმოდგენების გამართვა განათლების სამინისტრომ 2006 წლიდან აკრძალა, რის გამოც მსახიობები სკოლებში წარმოდგენებს წლებია ვეღარ მართავენ.

აქციის მონაწილეების თქმით, განათლების მინისტრთან შეხვედრას და მისგან საკითხის დროულად მოგვარებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხევაში კი, აქციების გაგრძელებით იმუქრებიან.

განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სკოლაში ცირკის წარმოდგენებზე ბილეთების რეალიზება სამინისტროს კომპეტენციას სცილდება. „არც საცირკო წარმოდგენაა საგანმანათლებო პროცესის ნაწილი. შესაბამისად, სრულებით გაუგებარია აქციის მონაწილეთა პროტესტის მიზეზი“, – აცხადებენ პრესსამსახურში.