ციგაობაში პირველი ოქრო ავსტრიამ დაისაკუთრა, ლოხმა სენსაციურად წააგო
ოლიმპიადის მეორე სათამაშო დღეს მედლების ბოლო კომპლექტი მამაკაცებს შორის ერთადგილიან ციგებში გათამაშდა.
ბოლო მეოთხე ცდა სენსაციურად დასრულდა. სამი ცდის შემდეგ, ლიდერმა ფელიქს ლოხმა ბოლო დაშვება ჩააგდო და საპრიზო სამეულის მიღმა აღმოჩნდა.
ოლიმპიური ჩემპიონი ავსტრიელი დავიდ გლაირშერი გახდა, რომელმაც ოთხი ცდის ჯამში 3 წუთი და 10,702 წამი აჩვენა. მეორეზე გავიდა ამერიკელი კრის მაზდზერი – 3.10,728, მესამეზე – გერმანელი იოჰანეს ლუდვიგი – 3.10,932.
ავსტრიამ პიონჩანგის ოლიმპიადაზე პირველი ოქრო მოიგო.
ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)
ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე