ციგაობაში პირველი ოქრო ავსტრიამ დაისაკუთრა, ლოხმა სენსაციურად წააგო

17:54, 11.02.2018

ოლიმპიადის მეორე სათამაშო დღეს მედლების ბოლო კომპლექტი მამაკაცებს შორის ერთადგილიან ციგებში გათამაშდა.

ბოლო მეოთხე ცდა სენსაციურად დასრულდა. სამი ცდის შემდეგ, ლიდერმა ფელიქს ლოხმა ​ბოლო დაშვება ჩააგდო და საპრიზო სამეულის მიღმა აღმოჩნდა.

ოლიმპიური ჩემპიონი ავსტრიელი დავიდ გლაირშერი გახდა, რომელმაც ოთხი ცდის ჯამში 3 წუთი და 10,702 წამი აჩვენა. მეორეზე გავიდა ამერიკელი კრის მაზდზერი – 3.10,728, მესამეზე – გერმანელი იოჰანეს ლუდვიგი – 3.10,932.

ავსტრიამ ​პიონჩანგის ოლიმპიადაზე პირველი ოქრო მოიგო.

ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)

ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე

 

მსგავსი