პეკინი 2022 | საბა ქუმარიტაშვილმა ზამთრის ოლიმპიადაზე გამოსვლა 31-ე პოზიციაზე დაასრულა [ვიდეო] #1TVSPORT

პეკინში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მოციგავე საბა ქუმარიტაშვილმა იასპარეზა, რომელიც სამი დაშვების შემდეგ 34 მონაწილეს შორის 31-ე ადგილზე გავიდა. ქართველმა მოციგავემ იაპონელ, სამხრეთკორეელ და ბოსნიელ სპროტსმენებს აჯობა.

ქუმარიტაშვილმა მესამე დაშვებისას დისტანცია 1:00.036 წუთში დაფარა და ჯამში სამივე დაშვებას 3:00.393 წუთი მოანდომა.

შეგახსენებთ, რომ საბა ქუმარიტაშვილი 2010 წელს ვანკუვერის ოლიმპიადაზე ტრაგიკულად დაღუპული მოციგავის, ნოდარ ქუმარიტაშვილის ბიძაშვილია.

24-ე ზამთრის თამაშების პირდაპირი რეპორტაჟების ხილვა საქართველოს პირველი არხის ყველა პლატფორმაზეა შესაძლებელი.