ჩვენ ვმუშაობთ თქვენთვის, დარჩით სახლში ჩვენთვის - რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალის გზავნილი მოსახლეობას [ვიდეო]

ჩვენ ვმუშაობთ თქვენთვის, დარჩით სახლში ჩვენთვის, – რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი მოსახლეობას სახლში დარჩენას სთხოვს.

მედიკოსების განცხადებით, მნიშვნელოვანია, მოქალაქეები დარჩნენ სახლში, რათა არ მოხდეს კორონავირუსის გავრცელება და ეპიდემიური ვითარების გამწვავება.

მედპერსონალი განსაკუთრებით სთხოვს თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, ნუ დაარღვევენ წესებს.