რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტომ გამოაცხადა, რომ ორგანიზაციის გამოძიების განყოფილებამ გამოავლინა ანტისადოპინგო წესების დარღვევის მრავალრიცხოვანი შემთხვევა ჩუვაშეთის რესპუბლიკაში.
იტყობინებიან, რომ შემოწმდა 140 ადამიანზე მეტი და გამოვლინდა აკრძალული პრეპარატის გამოყენების 60-ზე მეტი შემთხვევა.
რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტო აპირებს საქმე აღძრას სპორტის 10 სახეობის 33 სპორტსმენზე: მძლეოსნობა (17), ველოსპორტი (5), სამბო (3), ბიატლონი (2), თხილამურებით რბოლა (1), სპორტული ტანვარჯიში (1), თავისუფალი ჭიდაობა (1), კრივი (1), სმენადაქვეითებულთა სპორტი (1).
მოგვიანებით გაირკვა, რომ წესების დამრღვევებს შორის, ბევრი არასრულწლოვანია.