ჩუღურეთისა და დიდუბის რაიონებში რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ჩუღურეთის რაიონი, კონსტიტუციის N2-ში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი. ამის გამო, დღეს 12:00 სთ-დან 28 თებერვლის 12:00 სთ-მდე, წყალმომარაგება შეეზღუდება ჩუღურეთის რაიონში წინამძღვრიშვილის N43-დან N71-ის ჩათვლით, N58-დან N90ა-ს ჩათვლით, წინამძღვრიშვილის ქ. N119, 121, კ. აბაშიძის N 1,3,2,4.
ამასთან, სამუშაოები დიდუბის რაიონში, ფიფიების N25-შიც განხორციელდება. აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, 11:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე წყალმომარაგება შეეზღუდება დიდუბის რაიონში: ფიფიების, გორის, ვორონინის ქუჩებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს.