ჩუღურეთის რაიონში ტექნიკურ სამუშაოების გამო რამდენიმე ქუჩაზე წყალმომარაგება შეიზღუდება
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ჩუღურეთის რაიონში, ჩუბინაშვილის N63-ში გამრიცხველიანების პროექტის ფარგლებში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.
კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 13:30 სთ-დან 16:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდებათ ჩუღურეთის რაიონში: ჩუბინაშვილის N45-დან N81-ის ჩათვლით, ფოცხვერაშვილის ქუჩას.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.