ჭუბერის, ლენტეხისა და რუსთავის სტიქიის ლიკვიდირებაში მონაწილე მეხანძრე-მაშველები ფულად ჯილდოს მიიღებენ
ჭუბერის, ლენტეხისა და რუსთავის სტიქიის ლიკვიდირებაში მონაწილე მეხანძრე-მაშველები ფულად ჯილდოს მიიღებენ

მეხანძრე-მაშველებს, რომლებიც ჭუბერის სტიქიასა და ლენტეხში, სოფელ ზესხოში ტყეში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირებაში მონაწილეობდნენ, ფულადი ჯილდო გადაეცემათ, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფულად ჯილდოს მიიღებენ რუსთავის წყალდიდობის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული მეხანძრე-მაშველებიც.

როგორც პირველ არხს უწყებაში განუცხადეს, ფულად ჯილდოს ჯამში 350 მეხანძრე-მაშველი მიიღებს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ 26 ივლისს მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ პრემიას მიიღებენ ჭუბერის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე სამხედროებიც.