ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა საზღვარზე რამდენიმე საკონტროლო პუნქტის გაუქმებაზე შეთანხმდნენ
ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა საზღვარზე რამდენიმე საკონტროლო პუნქტის გაუქმებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა სონ ინ მუმ პალამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
პოლიტიკოსის განმარტებით, ორ კორეას შორის ურთიერთობის დათბობის ნიშნად სეული დემილიტარიზებულ ზონასთან 10-მდე სასაზღვრო პუნქტს გააუქმებს. ამავეს გააკეთებს ფხენიანიც. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი აპრილში ორი ქვეყნის პრეზიდენტების – კიმ ჩენ ინისა და მუნ ჯე-ინის ისტორიული სამიტის შედეგია.
ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეების ლიდერების შეხვედრა 2018 წლის 27 აპრილს, სასაზღვრო ქალაქ პანმუჯომში გაიმართა. ისტორიული სამიტის შემდეგ მხარეებმა ურთიერთობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით მზადყოფნა გამოთქვეს.
დემილიტარიზებული ზონა 1953 წლის ომის შემდეგ კორეის ნახევარკუნძულს ორ ნაწილად, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეებად ყოფს.