ჩრდილოეთ ვიეტნამში ტაიფუნ „იაგის“, სულ მცირე, 35 ადამიანი ემსხვერპლა, 299 კი დაშავდა
ჩრდილოეთ ვიეტნამში ტაიფუნ „იაგის“, სულ მცირე, 35 ადამიანი ემსხვერპლა, 299 კი დაშავდა. როგორც სააგენტო „როიტერი“ იუწყება, სტიქიის გამო ქვეყნის რამდენიმე ნაწილში შეფერხებული იყო ელექტროენერგიისა მიწოდება. დაზიანდა 3 300 სახლი და დაიტბორა 120 000 ჰექტარზე მეტი სახნავ-სათესი მიწა.
მეტეოროლოგიურ სააგენტოში არ გამორიცხავენ, რომ ტაიფუნის შედეგად გამოწვეული მეწყრული პროცესები და წყალდიდობა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მომდევნო დღეებშიც გაგრძელდეს.
ვიეტნამამდე ტაიფუნი „იაგი“ სამხრეთ ჩინეთსა და ფილიპინებს დაატყდა თავს, სადაც სტიქიის შედეგად, სულ მცირე, 24 ადამიანია დაღუპული.