ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მწვრთნელი - ჯგუფში პირველი ადგილი უნდა დავიკავოთ #1TVSPORT
ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მწვრთნელი - ჯგუფში პირველი ადგილი უნდა დავიკავოთ #1TVSPORT

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების (ერთა ლიგის C4 ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქე) მთავარმა მწვრთნელმა ბლაგოია მილევსკიმ ერთა ლიგის შეხვედრებამდე პრესკონფერენცია გამართა.

ერთა ლიგის C4 ჯგუფში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები ითამაშებს ბულგარეთთან (2 ივნისი), გიბრალტართან (5 ივნისი, 12 ივნისი) და საქართველოსთან (9 ივნისი).

– ფეხის ტრავმის გამო ივნისის მატჩებში კაპიტანი სტეფან რისტოვსკი ვერ მიიღებს მონაწილეობას. არიან ადემი და ადის იახოვი დატვირთული სეზონისა და ხშირი ტრავმების გამო ვარჯიშებზე არ იმყოფებიან, ერდალ რაკიპიც პირადი მიზეზების გამო ამ შეკრებაზე არ იქნება. ტიხომირ კოსტადინოვი მუხლის ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესშია.

– ჯგუფში კარგი მეტოქეები გვყავს, გიბრალტარიც არ არის ჩამოსაწერი, თუმცა ბევრი მას აუტსაიდერად მიიჩნევს. ჩვენი მიზანია პირველი ადგილი დავიკავოთ. წინ ექვსი რთული მატჩი გველის და არა ერთი და ოთხი.

– ამ შესარჩევ ციკლში უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ყველამ მაქსიმუმი გასცეს. მოთამაშეებმა უნდა აჩვენონ, რომ მათ აქვთ პოტენციალი, გასცენ ყველაფერი და ნახავთ, ეს საბოლოოდ რა შედეგს მოგვიტანს. არც მე და არც პროფესიონალი ფეხბურთელები წარსულით არ ვცხოვრობთ. ჩვენ უკან დავტოვებთ იტალიასთან მოგებას და შევეცდებით ახალ გამოწვევებს გავუმკლავდეთ.

– ყველას ექნება შანსი ითამაშოს და დაამტკიცოს თავისი პოტენციალი, ჩვენ როტაციას მოვახდენთ და მოხარული ვიქნებით, თუ დავინახავთ ფეხბურთელების პოტენციალს, რაც დაგვანახებს, რომ მომავალში მათი იმედი შეგვიძლია გვქონდეს, რადგან ჩვენის მიზანი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაა. ჩვენ გვყავს ბირთვი, რომელიც 2015/16 წლებში ჩამოყალიბდა, ახლა გუნდს 21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელებით ვავსებთ. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია ვიყოთ კონკურენტუნარიანი ევროპაში, მაგრამ ამ მიმართულებით სვლა ყოველდღიურად უნდა გავაგრძელოთ.