ჩრდილოეთ მაკედონიის მწვრთნელმა შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
ჩრდილოეთ მაკედონიის მწვრთნელმა შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

ერთა ლიგის C4 ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქის, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბლაგოია მილევსკიმ ის ფეხბურთელები დაასახელა, რომლებიც ბულგარეთის (2 ივნისი), გიბრალტარისა (5 ივნისი, 12 ივნისი) და საქართველოს (9 ივნისი) წინააღმდეგ მატჩებისთვის მოემზადებიან.

ბლაგოია მილევსკიმ სიაში 28 მოთამაშე დაასახელა:

მეკარეები: სტოლე დიმიტრიევსკი (რაიო ვალეკანო, ესპანეთი), დამიან შიშკოვსკი (დოქსა, კვიპროსი), კრისტიან ნაუმოვსკი (პიკუპი), დენი ილიევი (ტრენჩინი, სლოვაკია)

დაცვა: სტეფან რისტოვსკი (ზაგრების დინამო, ხორვატია), დარკო ველკოვსკი (რიეკა, ხორვატია), ვისარ მუსლიუ (ინგლოსტატი, გერმანია), კირე რისტოვსკი (აელ-ი, ლიმასოლი, კვიპროსი), ეზგიან ალიოსკი (ალ აჰლი, საუდის არაბეთი), ტოდორ ტოდოროვსკი (სერედი, სლოვაკეთი), სტეფან ასკოვსკი (სეპსი) , ნიკოლა სერაფიმოვი (ზალაეგერსეგი, უნგრეთი), ჯოკო ზაიკოვი (სლავია სოფია, ბულგარეთი), ბოიან დიმოსკი (პანდევას აკადემია)

ნახევარდაცვა: ელიფ ელმასი (ნაპოლი, იტალია), ენის ბარდი (ლევანტე, ესპანეთი), სტეფან სპიროვსკი (მტკ, უნგრეთი), ენის ფაზლაგიჩი (ვისლა კრაკოვი, პოლონეთი), ტომჩე გროზდამოვსკი (ზლატე მორავცე, სლოვაკეთი), ერდან რაკიპი (მალმე, შვედეთი), ბობან ნიკოლოვი (შერიფი მოლდავა), დავიდ ბაბუნსკი (დებრეცენი, უნგრეთი)

თავდასხმა: მილან რისტოვსკი (სპარტაკი ტრნავა, სლოვაკეთი), ბოიან მიოვსკი (მტკ, უნგრეთი), დარკო ჩურლინოვი (შალკე, გერმანია), ალექსანდრე ტრაიკოვსკი (ალ ფეიჰა, საუდის არაბეთი), ვალონ ეტემი (სტამბოლსპორი, თურქეთი), დორიან ბაბუნსკი (დებრეცენი, უნგრეთი)