ჩრდილოეთ მაკედონიაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. სულ ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3482 საარჩევნო უბანი. ხმის მიცემის უფლება 1,8 მილიონ ამომრჩეველს აქვს.
პრეზიდენტის პოსტზე კენჭს სამი კანდიდატი იყრის. მათ შორის არის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „მაკედონური ეროვნული ერთიანობის დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატი გორდან სილიანოვსკა-დავკოვა, ასევე მმართველი პარტიიდან სტევო პენდაროვსკი და „ალბანელების ალიანსის“ მიერ მხარდაჭერილი ბლარიმ რეკა.
ადგილობრივი ექსპერტების შეფასებით, გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი სტევო პენდაროვსკის აქვს, რომელსაც მხარს ამომრჩეველთა 30%-ი უჭერს.
პირველივე ტურში გამარჯვებისთვის ერთ-ერთმა კანდიდატმა ხმების 50%-ზე მეტი უნდა მიიღოს. თუმცა, დამოუკიდებელი დამკვირვებლების უმეტესობა ამბობს, რომ დიდი ალბათობით გაიმართება მეორე ტური.