ჩრდილოეთ მაკედონიის საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატი ლიდერობს

01:07, 06.05.2019

ჩრდილოეთ მაკედონიის საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატი სტევო პონდარევსკი ლიდერობს.

წინასწარი მონაცემებით, სტევო პონდარევსკის ხმა ამომრჩეველთა 59 პროცენტზე მეტმა მისცა. მის ოპონენტ ოპოზიციონერ ქალს, გორდონა სილიანოვსკა-დავკოვას 36,79 პროცენტი მიემხრო.

საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები იმ შემთხვევაში ჩაითვლება ლეგიტიმურად, თუ ამომრჩეველთა აქტივობა 40 პროცენტს გადააჭარბებს.

მსგავსი