ჩრდილოეთ მაკედონიის საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატი ლიდერობს
ჩრდილოეთ მაკედონიის საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატი სტევო პონდარევსკი ლიდერობს.
წინასწარი მონაცემებით, სტევო პონდარევსკის ხმა ამომრჩეველთა 59 პროცენტზე მეტმა მისცა. მის ოპონენტ ოპოზიციონერ ქალს, გორდონა სილიანოვსკა-დავკოვას 36,79 პროცენტი მიემხრო.
საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები იმ შემთხვევაში ჩაითვლება ლეგიტიმურად, თუ ამომრჩეველთა აქტივობა 40 პროცენტს გადააჭარბებს.