ჩრდილოეთ მაკედონიას სურს, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი ორგანიზაციამ დამოუკიდებლად, ალბანეთის გარეშე განიხილოს
ჩრდილოეთ მაკედონიას სურს, რომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი ორგანიზაციამ დამოუკიდებლად განიხილოს და არა ალბანეთთან ერთად. ეს განცხადება ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკოლა დიმიტროვმა გააკეთა.
„ვფიქრობ, თუ ჩვენი ორი ქვეყნიდან რომელიმე მიაღწევს წარმატებას, ეს კარგი ახალი ამბავი იქნება მთლიანად რეგიონისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ დავრჩებით კეთილ მეზობლებად და პატივს ვცემთ ალბანეთის მისწრაფებას ევოკავშირის გზაზე. თუ არ გამოვა ერთობლივად ამის მიღწევა, უმჯობესი იქნება, დამოუკიდებლად მოვსინჯოთ ძალები. ჩვენ უბრალოდ სხვა ალტერნატვა არ გვაქვს. ასე თუ ისე ჩვენ ევროკავშირში შევალთ. ამაში დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა მინისტრმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებები 2020 წლის მაისში, ზაგრებში დაგეგმილ სამიტზე განიხილება.