ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზია ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პირველი შესაძლო შემთხვევის შესახებ იუწყება
ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზია ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პირველი შესაძლო შემთხვევის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზია იუწყება, რომ საუბარია ადამიანზე, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში 19 ივლისს დაბრუნდა.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ამ შემთხვევასთან დაკავშირებით მუშათა პარტიის საგანგებო სხდომა მოიწვია.