ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი, რი იონგი შვედეთში ჩავიდა. Reuters-ის ინფორმაციით, ის სტოკჰოლმში შვედ კოლეგას, მარგოტ ვალსტრომს შეხვდა.
მათივე ცნობით, ჩრდილოეთ კორეელი უმაღლესი დიპლომატის ორდღიანი ვიზიტის მიზანი დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრის შესახებ დეტალების დაზუსტებაა.
შვედეთი ამ შეხვედრის სავარაუდო ადგილად სახელდება. აღსანიშნავია, რომ შვედეთი NATO-ს წევრი ქვეყანა არ არის.
მანამდე, შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, სტეფან ლევენმა ამ ვარაუდის შესახებ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ თუ აშშ და ჩრდილოეთ კორეა შვედეთს მოლაპარაკებებში ხელშემწყობ ფაქტორად განიხილავენ, ისინი მზად არიან მონაწილეობისთვის.
დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს სავარაუდოდ მაისში შეხვდებიან.