ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა
ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლი იონ ჰო ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა. რუსული მედიის ინფორმაციით , საგარეო საქმეთა მინისტრის თვითმფრინავი მოსკოვის ერთ-ერთ აეროპორტში აშხაბადიდან ჩაფრინდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაგეგმილია რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, სადაც საუბრის მთავარი თემა ორმხრივი ურთიერთობები და კორეის ნახევარკუნძულზე არსებული მდგომარეობა იქნება.

მოსკოვში ჩრდილოეთ კორეის საელჩო დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაციას ამ დრომდე არ ავრცელებს .