ჩრდილოეთ კორეის მიერ გათავისუფლებული სამი ამერიკელი პატიმარი სამშობლოში ბრუნდება
ამერიკელი პატიმრები, რომლებიც ჩრდილოეთ კორეამ გაათავისუფლა, სამშობლოს უბრუნდებიან.
თვითმფრინავი, რომელსაც აშშ-ის სამი მოქალაქე გადაჰყავდა, გარკვეული დროით ალიასკაზე გაჩერდა, ამის შემდეგ კი გეზი ენდრიუსის ავიაბაზისკენ აიღო. იქ მათ საზეიმო ცერემონიის თანხლებით დონალდ ტრამპი დახვდება.
როგორც ცნობილია, ამერიკელი პატიმრები ოფიციალურმა ფხენიანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოსა და კიმ ჩენ ინის შეხვედრის შემდეგ გაათავისუფლა.
დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრის წინ ამერიკელი პატიმრების გათავისუფლება ვაშინგტონში ჩრდილოეთ კორეის ლიდერის მხრიდან კარგი ფონის შექმნის მცდელობად და დადებით ჟესტად შეაფასეს.