ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის და ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნას დაესწრება
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის და ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნას დაესწრება

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის და კიმ იო ინი სამხრეთ კორეაში ჩავა, სადაც ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალს დაესწრება. პიონჩანგში ის ჩრდილოკორეული დელეგაციის შემადგენლობაში ჩავა. ამის შესახებ განცხადება სამხრეთ კორეის გაერთიანების სამინისტრომ გაავრცელა.

30 წლის კიმ იო ინი ჩრდილოეთ კორეის მმართველი მუშათა პარტიის გავლენიანი წევრია. ოქტომბერში კი, მმართველი პარტიის პოლიტიკური ბიუროს წევრობის კანდიდატი გახდა. პარტიის პოლიტბიუროს თავმჯდომარე მისი ძმა კიმ ჩენ ინია. კიმ იო ინი ხშირად ახლავს თან თავის ძმას, როდესაც ის ჩრდილოეთ კორეის სხვადასხვა რეგიონში ჩადის.

საერთაშორისო მედიის ცნობით, სამხრეთ კორეაში ჩრდლოეთ კორეიდან ასეთი მაღალი რანგის პირის გაგზავნა, სეულსა და ფხენიანს შორის დაძაბულობის განმუხტვის ნიშანია.

პიონჩანგში ზამთრის ოლიმპიური თამაშების ცერემონია 9 თებერვალს გაიმართება. სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის სპორტსმენები ღონისძიებაზე ერთი დროშის, ე.წ. გაერთიანების დროშის ქვეშ გამოვლენ.