ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი უახლოეს ხანში რუსეთში ჩავა. ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთკორეული გაზეთი „დონგ-ა ლიბო“ (Dong-a Ilbo) ავრცელებს.
როგორც სეულში მყოფი ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი ენდრიუ კიმი ამბობს, კიმ ჩენ ინი აპირებს გაემგზავროს რუსეთში, რათა მოახდინოს რუსეთთან ახლო ურთიერთობების დემონსტრირება.
მისივე თქმით, „ამ ნაბიჯით კიმ ჩენ ინი შეეცდება გადაფაროს ვიეტნამში აშშ-ის პრეზიდენტთან გამართული სამიტის უარყოფით შედეგები.“
გამოცემის ცნობით, მარტში მაღალჩინოსანი ჩრდილოკორეელი დიპლომატები უკვე სამჯერ იმყოფებოდნენ მოსკოვში.