ჩრდილოეთ კორეის დემილიტარიზებული ზონიდან გაქცევის მცდელობის დროს სამხედრო მოსამსახურე დაჭრეს
ჩრდილოეთ კორეის დემილიტარიზებული ზონიდან გაქცევის მცდელობის დროს სამხედრო მოსამსახურე დაჭრეს. როგორც სამხრეთ კორეელი ჯარისკაცები ყვებიან, ჩრდილოკორეელი სამხედრო მოსამსახურე თანამებრძოლებმა მაშინ დაჭრეს, როდესაც ის ჩრდილოეთ კორეის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაქცევას ცდილობდა. ჯარისკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ის მკლავშია დაჭრილი და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
ჩრდილოეთ კორეიდან სამხრეთში ყოველწლიურად 1000-ზე მეტი სამხედრო გარბის, თუმცა ორი ქვეყნის საზღვარზე მდებარე დემილიტარიზებული ზონის გავლით ამას ბევრი ვერ ახერხებს. „ცივის ომის“ დასრულების შემდეგ სულ სამი მსგავსი შემთხვევა მოხდა.
1953 წელს დაწყებული ომის შემდეგ ჩრდილოეთ კორეიდან მეზობელ სამხრეთში 30 000 ადამიანი გაიქცა.